LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: სააკაშვილი რეპრესიებით იყო დაკავებული, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებსა და მათი ოჯახის წევრებს ჯოჯოხეთს უწყობდა.. ფიქრობს, რომ სხვა ადამიანებიც იმავეს მკადრებლები არიან

206
ing (6)

თბილისის მერი კახა კალაძე ეხმიანება მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „ოცნება ცდილობს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს“.

კახა კალაძის თქმით, „სააკაშვილი რისი გამკეთებელიც თვითონ არის, იმას საუბრობს“.

კალაძე ასევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ნათქვამს, რომ „ქართული ოცნება“ მედიის წინააღმდეგ რეპრესიების დაწყებას გეგმავს:

„ყველა ადამიანი ისე ფიქრობს, რისი გამკეთებელიც თავად არის. აი, მაგალითად, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში იყო, რისი გამკეთებელიც იყო, ახლაც იმავეს ფიქრობს და საუბრობს. გვახსოვს, რით იყო დაკავებული – რეპრესიებით, განსხვავებული აზრის დევნით, პოლიტიკურად განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებისა და მათ ოჯახებისთვის ჯოჯოხეთის მოწყობით.

„პირადად მიხეილ სააკაშვილი ხარჯავდა ბიუჯეტიდან თანხებს საყვარლებისთვის, შვილების სწავლის დაფინანსებისთვის, ბოლო პერიოდში კი გამოიკვეთა, რომ თანხა მის ფრენებზეც არის დახარჯული“ – კალაძე

კახა კალაძე მიიჩნევს, რომ გამოძიება უნდა დაინტერესდეს სააკაშვილის პირადი მიზნებისთვის განხორციელებული ფრენებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მიზანშეწონილობით.

გვახსოვს, რამდენი ადამიანი იყო არაკანონიერად დაპატიმრებული და როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მედიასთან. სააკაშვილი სწორედ იმას ფიქრობს, რომ სხვა ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმავეს მკადრებლები არიან.

ეს არის მათი უბედურება და ვერ ხვდებიან, რომ დღეს, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს ქვეყნის ინტერესებზე, ამ ქვეყანაში მცხოვრებლებზე. ევროინტეგრაციის თვალსაზრისითაც, თუ რაიმე წარმატებას მიაღწია საქართველომ, ეს ყველაფერი 2012 წლის შემდგომ პერიოდს და „ქართული ოცნების“ მმართველობას უკავშირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, თან ეს მოხდეს სკანდალით, რათა პუტინმა მაქსიმალურად დააფასოს ეს ამბავი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g