LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე სააკაშვილზე: „ძალიან ცუდია, როდესაც თანამდებობის პირი ხალხის ფულს თავისი პირადი კეთილდღეობისთვის ხარჯავს“

166
მიხეილ სააკაშვილი და კახა კალაძე

„პირადი კეთილდღეობისთვის არა ბიუჯეტის ფული, არამედ საკუთარი დანაზოგი უნდა გამოიყენო“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

აღნიშნულით კალაძე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა.

პროკურატურა: „2009 წლის მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის პირადი კომფორტის და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი“

„ძალიან ცუდია, როდესაც თანამდებობის პირი (არ აქვს მნიშვნელობა ვის რა თანამდებობა უკავია), ხარჯავს ხალხის ფულს თავისი პირადი კეთილდღეობისთვის.

ლევან მახაშვილი: „სასამართლოთი დადასტურდა, რომ თანხები პირდაპირ იხარჯებოდა სააკაშვილის ბოტოქსზე, მის გახდომაზე, მისი თმის მოვლაში – მე ამ საქმეს შევაფასებდი „ხალხის ფულის ჭამის საქმედ“

მისივე თქმით, ადამიანმა, რომელიც თავის დროზე ხელისუფლებაში კორუფციის დამარცხების ეგიდით მოვიდა, საქმე „ხალხის ფულის ჭამით დაასრულა“.

წარმოუდგენელია, რომ აიღო და ბიუჯეტიდან დააფინანსო, მაგალითად, საკუთარი შვილების სწავლა ან მეგობარი გოგონებისთვის საჩუქრები იყიდო. ამის გაკეთება თუ გინდა, შენი პირადი დანაზოგებიდან და შემოსავლებიდან უნდა გააკეთო და არა ბიუჯეტის ფულით“. – აღნიშნა კახა კალაძემ.

მიხეილ სააკაშვილი: „დამპყრობლის ნება პირდაპირ აღსრულდა, პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g