LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: შეიძლება იდეალური არ ვართ, მაგრამ ოპტიმალური ვართ

77
BeFunky-collage

„მას შემდეგ, რაც, გუშინ, თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა, სრულიად სხვა განწყობის გამოხატვა, სრულიად სხვა ტექსტის თქმა მსურდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდი ნაწილის მხრიდან, ისეთივე აგრესია, სიცრუე, დესტრუქციის მცდელობა დავინახეთ, როგორსაც გასული 4 წლის განმავლობაში ვხედავდით. ალბათ, ეს მოსალოდნელიც იყო“, – ასე შეაფასა კახა კალაძემ გუშინ საკრებულოში გამართული სხდომა.

თბილისის მერმა საზოგადოებას, Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, პირდაპირი ვიდეოჩართვისას მიმართა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებზე გაამახვილა ყურადღება.

„თუმცა მათი მხრიდან მივიღეთ დესტრუქცია, შეურაცხყოფა, ცილისწამება და, რა თქმა უნდა, მცდელობები, რომ საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში. ამის შესაძლებლობას არასოდეს მივცემთ და მათ სიცრუეს მოჰყვება კონკრეტული პასუხები ფაქტებით.

ეს არ ეხება ყველა ოპოზიციონერს. იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ კრიტიკული კითხვები, თუმცა ჩარჩოებში და შეურაცხყოფების გარეშე.

მიუხედავად იმისა, რომ მაქვს სურვილი, რომ ჩართული იყოთ ამ ქალაქის განვითარებაში, სამწუხაროდ, მე ვხედავთ, რომ თქვენ დესტრუქციისა და ცილისწამების გზას ირჩევთ. თქვენ ის ხალხი ხართ, ვინც 9 წლის მანძილზე, მთელი ქვეყანა ტერორში აცხოვრა.

ეს ხალხი ჩვენგან ითხოვთ, რომ ვიყოთ იდეალური, მარტივად გიპასუხებთ – დიახ, ჩვენ შეიძლება იდეალური არ ვართ, მაგრამ ოპტიმალური ვართ ამ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ კონტექსტში. სანამ არსებობს თქვენი მსგავსი დესტრუქციული ძალა, სამწუხაროდ, იდეალური არაფერი იქნება პოლიტიკაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g