LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: „სულ რომ ბაიდენი ჩამოვიდეს საქართველოში და პირდაპირ ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში, ამ რადიკალურ ოპოზიციას არაფერი ეშველება“

136
კახა კალაძე

„რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ასეთი სიურპრიზი ბევრი იქნება“, – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებას.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ ხელისუფლებამ თავისი ქვეყნის ეროვნული ინტერესები დაიცვა.

„ასეთი ქცევა არასერიოზულია. უპირველესად, ეს არის ამერიკის და ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფა“ – შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ჯო ბაიდენთან მიღებაზე ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმეს

მისივე თქმით, მიღებაზე მოწვევა ჯერ გამოიგზავნა, შემდეგ კი მიიღეს გაუქმების გადაწყვეტილება, რათა „რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა და სულ ღაფავს, როგორმე ამ ქმედებებით დაეხმარონ“.

„ერთ რამეს გეტყვით, სულ რომ ბაიდენი ჩამოვიდეს საქართველოში და პირდაპირ ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში, ამ რადიკალურ ოპოზიციას არაფერი ეშველება,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებების და განცხადებების ფონზე, არის თუ არა ბუნებრივი აშშ-ის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება, მერი პასუხობს:

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ასეთ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ, რაც უფრო მოუახლოვდება არჩევნების თარიღი. დღეს ოპოზიცია არ არსებობს ქვეყანაში, არჩევნებს ატარებენ უცხოური ძალები, ყოველ შემთხვევაში, ამის მცდელობა აქვთ. პირდაპირ საელჩოებში იგეგმება სხვადასხვა კამპანიები, თუ რა როგორ უნდა გაკეთდეს. დააკვირდით ოპოზიციურ რადიკალურ სპექტრს, ხალხს კი არ ესაუბრებიან, ისინი საარჩევნო კამპანიას ატარებენ საელჩოებში, უცხოელებისთვის.

ამ ქვეყნის მომავალს და ბედს წყვეტს ქართველი ხალხი. ჩაბარდა წარსულს ის დრო, როდესაც გარედან მოდიოდა მითითებები, თუ როგორ უნდა ემოქმედა ხელისუფლებას. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქართველი ხალხის მითითებებით. ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ინტერესს. საქართველოში მეორე ფრონტი არ და ვერ იქნება, ისევ და ისევ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით და ქვეყანა არ შეუერთდება სანქციებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

„აშშ-მ ეს ნაბიჯი გადადგა, რათა ხელისუფლებას „ნაცმოძრაობა“ დაუბრუნდეს“ – გია ვოლსკი ჯო ბაიდენთან მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე

ცნობისთვის, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები