„ზოგადად, არავის დაკავება და არავის ციხეში ყოფნა ნორმალურ ადამიანს არ უხარია, მაგრამ იმხელა უბედურება მოუტანა ცხრა წლის განმავლობაში და იმხელა რეპრესიები იყო, იმდენი გაუბედურებული ოჯახი, ამ ყველაფრის შემოქმედი და შემქმნელი გახლდათ მიხეილ სააკაშვილი თავის გუნდთან ერთად“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ის იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ ხაზის გამტარებელი.
სააკაშვილი: „ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ჩემს შვილებს მამა ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს“
სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლის დროს, სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ, გამოცემა Le Monde-თან გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„ვერ წარმომიდგენია ნორმალური ადამიანი, ვისაც თავისი ქვეყანა და ხალხი უყვარს, როდესაც შენ ხარ პოლიტიკაში, გაქვს პოლიტიკოსის სტატუსი, გააკეთო და აკადრო შენი ქვეყნის მოსახლეობას ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაუკეთა თავის ხალხს.
ხომ არ ჰგონიათ, რომ ამ ადამიანებმა მოინანიეს, აღიარეს შეცდომები, ბოდიში მოუხადეს საზოგადოებას, არა, პირიქით, დღესაც იმავეს აგრძელებენ, ნაკლები შესაძლებლობები აქვთ, მაგრამ რაც შეუძლიათ ყველაფერს იყენებენ სიძულვილისთვის, შანტაჟისთვის, ბულინგისთვის, ეს არის მათი ჩვეულებრივი ხელწერა, ფსიქოლოგიური ტერორი და ა.შ.
თუ სალომე ზურაბიშვილი ამ ყველაფერს გააკეთებს და გადადგამს ნაბიჯს შეწყალებასთან დაკავშირებით, ის იქნება გამზიარებელი და იმავე ხაზის გამტარებელი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი წარმოადგენენ“. – განაცხადა კახა კალაძემ.