დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვარდების რევოლუციის მოედნისთვის სახელის გადარქმევასთან დაკავშირებით საკრებულოს ინიციატივას ეხმაურება და იმედს გამოთქვამს, რომ მას საზოგადოებაც მხარს დაუჭერს.
„თბილისის საკრებულომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და მოედანს სახელი გადაერქმევა. მთლიანობაში 18 ლოკაცია დასახელდა. ერთ-ერთი გახლავთ ვარდების რევოლუციის მოედნისთვის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელის მინიჭება. ჩვენ ამ წამოწყებას, რა თქმა უნდა, მივესალმებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ინიციატივის განხილვისთვის 20-დღიანი ვადაა განსაზღვრული, რის შემდეგაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული.