LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: ვისურვებდი, ყველა მინისტრი იყოს ჩემზე მაღლა რეიტინგის თვალსაზრისით

112
60766218_1712155492221213_1795857119312871424_n

სპორტიდან მოვდივარ და როგორც სპორტშია, თუ არ არსებობს გუნდი, შეუძლებელია, ორმა-სამმა ადამიანმა უპასუხოს პრობლემებს ან მოიგოს თამაშები, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კითხვას, შეუქმნის თუ არა პრობლემას თანაგუნდელებში, ის რომ  NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, პოლიტიკოსებისადმი დადებითი დამოკიდებულების რეიტინგში 40-პროცენტიანი შედეგი აქვს.

კახა კალაძის თქმით, ხალხის კეთილგანწყობას ყოველდღიურად გრძნობს და მისთვის ყველაზე მთავარი მოსახლეობასთან კომუნიკაციაა.

ამასთან, როგორც მმართველი პარტიის გენერალური მდივანი ამბობს, ის, რომ თვითონ ლიდერობს აღნიშნულ კვლევაში, არ ნიშნავს იმას, რომ ინსტიტუტი ნდობას იმსახურებს.

პრობლემას რატომ შემიქმნის. სპორტიდან მოვდივარ და ერთი რამ ვიცი და მჯერა – როგორც სპორტში, იგივეა პოლიტიკაში, თუ არ არსებობს ძლიერი და პროფესიონალი ადამიანებისგან დაკომპლექტებული გუნდი, შეუძლებელია, ორმა-სამმა ადამიანმა განახორციელოს და უპასუხოს პრობლემებს ან მოიგოს თამაშები, როგორც სპორტშია. რაც უფრო მეტი წარმატებული ადამიანი იქნება, მით უფრო უკეთესია „ქართული ოცნებისთვის“, ჩვენი გუნდისთვის.

ვისურვებდი, რომ ყველა მინისტრი გაკეთებული საქმეებით რეიტინგებში ჩემზე მაღლა იყოს. ეს ჩემთვის და გუნდისთვის იქნება დადებითი, პირველ რიგში, ქვეყნისთვის. თუ გინდათ, რომ მათქმევინოთ ჩემს ნაწილში ვენდობი თუ არა კვლევას, რა კაია და ტაში დავუკრა, ასე არ არის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულების რეიტინგში ჯანდაცვის მინისტრი და თბილისის მერი ლიდერობენ.

გამოკითხული მოსახლეობის 40%-ს დადებითი დამოკიდებულება დავით სერგეენკოს მიმართ აქვს, 40% აფასებს დადებითად კახი კალაძეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g