LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ – მინდა, მივმართო ახალგაზრდებს, დღეს შეიძლება, რაღაცაში ვერ ერკვეოდეთ, არ გქონდეთ სრული ინფორმაცია, დაფიქრდით, მეგობრებო, გააკეთეთ ანალიზი

174
კახა კალაძე

„არავის მივცემთ შესაძლებლობას დაპირისპირების, რევოლუციის. ჩვენ უკვე წარსულს ჩავაბარეთ ის დრო, როდესაც რევოლუციით ხდებოდა ხელისუფლების ცვლილებები“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან. ძალიან ფრთხილად იყვნენ. აქციის ჩატარება უნდათ მშვიდობიანად?! კეთილი ინებონ და მშვიდობიანად ჩაატარონ, მაგრამ, როგორც კი გადაცდომა იქნება ამას მოჰყვება ძალიან მკვეთრი რეაგირება, რა თქმა უნდა ისიც კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს არგუმენტების გარეშე აპროტესტებენ და ამ კონტექსტში თქვა, რომ „ოპოზიცია ყველაფერზეა წამსვლელი“.

„ყველაფრის მკადრებლები და ყველაფერზე წამსვლელები არიან, ადამიანის ლიკვიდაციაზეც. ეს გაუკეთებიათ მათ. 26 მაისს, როდესაც საპროტესტო აქციის დაშლა ხდებოდა, ხომ ვნახეთ, რომ ადამიანები დახოცეს და მიცვალებულები ჯიხურებზე შემოალაგეს, ვითომ უბედური შემთხვევა მოხდა და ისინი ელექტროენერგიის დარტყმით გარდაიცვალნენ. ერთ-ერთ მათგანს პარლამენტში წამოსცდა კიდეც, რომ შეიძლება, რომელიღაც ახალგაზრდას რაღაც მოუვიდესო. ამიტომ მინდა, მივმართო ახალგაზრდებს. დღეს შეიძლება, რაღაცაში ვერ ერკვეოდე, რაღაცაში არ გქონდეს სრული ინფორმაცია. დაფიქრდით, მეგობრებო, გააკეთეთ ანალიზი, შეხედეთ, რა ხდება ქვეყანაში, რეგიონში, მსოფლიოში როგორი პოლიტიკური ვითარებაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე გადაცემაში „იმედი LIVE“

• „როგორც კი რადიკალურ-ექსტრემისტული დაჯგუფებები იწყებდნენ ძალადობას პოლიციელების მიმართ, ქვების სროლა იყო ეს, ბოთლების სროლა, შურაცხყოფები, მაშინვე აქციის ძალიან ბევრი მონაწილე იშლებოდა და მიდიოდა სახლში” • „ამდენი წელი იტალიაში ვიცხოვრე, ევროპაში ვცხოვრობდი და კარგად მესმის რა არის ევროპა და ევროპულობა. როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ამ ყველაფრის წინააღმდეგი” • „ყველას მინდა მშვიდობისკენ მოვუწოდო. მინდა მივმართო, მეგობრებო, ახალგაზრდებო, არ გამოგიყენონ თავიანთი ბინძური ზრახვების განსახორციელებლად” თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე გადაცემაში „იმედი LIVE“

Posted by TV Imedi on ხუთშაბათი, 09 მაისი, 2024

პოპულარულები