LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძემ ელექტროსკუტერი დატესტა

2401
94689476-10207245453449960-7514190836498694144-n-5ea6cb00ccf1e

საპილოტე პროექტმა, რომელიც თბილისის მერიის მხარდაჭერით კომპანია „სქროლმა“ ამერიკულ კომპანია „ბირდთან“ თანამშრომლობით შეიმუშავა, დღეს პირველი სერვისი აამოქმედა. საქართველოში დღეიდან ელექტროსკუტერების გაზიარების სერვისი ამოქმედდა. პროექტის პრეზენტაციას დედაქალაქის მერი დაესწრო. ელექტროსკუტერიც პირველად კახი კალაძემ  “გატესტა.”

გავრცელებული ინფორმაციით, ეკომეგობრული ელექტროსკუტერის გაზიარების სერვისი თავდაპირველად, თბილისსა და ბათუმში იმოქმედებს. პროექტის მიზანი კი არსებულ ვითარებაში სატრანსპორტო ალტერნატივის შემუშავებაა. ტრანსპორტით სარგებლობისთვის შექმნილია სპეციალური აპლიკაცია BIRD, სადაც სკუტერის გამოყენების წესები და გადაადგილებისთვის აუცილებელი დეტალებია აღწერილი.

ელექტროსკუტერით პირველი მგზავრობისას ათი წუთი უფასოა, რომლის გააქტიურებასაც მომხმარებელი სპეციალური პრომო კოდის საშუალებით შეძლებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g