LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კალაძემ სამი დღის წინ გასცა დავალება გამგეობებზე, კონკრეტული რაოდენობის ადამიანები მოეყვანათ ნაძვის ხის ღონისძიებაზე, ინსტრუქცია იყო მოსვლა ბავშვებით – ჯამში მხოლოდ 500-მდე ადამიანის მოყვანა შეძლეს“ – ნიკა მელია

159
ნიკა მელია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რომ „კალაძემ სამი დღის წინ გასცა დავალება გამგეობებზე, კონკრეტული რაოდენობის ადამიანები მოეყვანათ ნაძვის ხის ღონისძიებაზე – ჯამში მხოლოდ 500-მდე ადამიანის მოყვანა შეძლეს“. მისივე ინფორმაციით, ინსტრუქცია იყო ბავშვებით მისვლა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება, ზეიმი“ – კახა კალაძე

„ბავშვები სად არიანო. აქ არიან, შეიკრიბნენ, ელოდნენ, მაგრამ დააცადა ვინმემ?“ – მამუკა მდინარაძე

„კალაძემ სამი დღის წინ გასცა დავალება გამგეობებზე (რომელიც შეზრდილია „ოცნების“ პარტიულ სტრუქტურაში), კონკრეტული რაოდენობის ადამიანები მოეყვანათ ნაძვის ხის ღონისძიებაზე.

ინსტრუქცია იყო მოსვლა ბავშვებით.

დიდ რაიონებს (სამგორი, გლდანი, საბურთალო, ისანი, ნაძალადევი) 1000 – 1000 ადამიანის მოყვანა დაევალა, შედარებით პატარა რაიონებს 500-500(მთაწმინდა, ვაკე, დიდუბე, ჩუღურეთი, კრწანისი).

ჯამში მხოლოდ 500-მდე ადამიანის მოყვანა შეძლეს (თვითდინებით არავინ მისულა) და ფაქტობრივად არცერთი ბავშვი, შავრაზმელებით გარშემორტყმული ნაძვის ხე და რუსთაველზე თავისუფალი, ლაღი და მხიარული დემონსტრანტები“, – წერს ნიკა მელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g