LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძის გადაწყვეტილებით, კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ორი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

67

თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ორი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, აღნიშნული პირების მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის წესის დარღვევას ჰქონდა ადგილი, კერძოდ კი, მათ ოჯახის წევრებთან დაკავშირებული საქმის წარმოებაში მიკერძოებული გადაწყვეტილებები მიიღეს.

“მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა დაიწყო მოკვლევა რამდენიმე სამსახურის მიმართულებით და სამწუხაროდ, გამოიკვეთა დარღვევები. კერძოდ, ეს ეხება კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ორი თანამშრომლის მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის წესის დარღვევას. კერძოდ, ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ საქმის წარმოებაში მიღებულ მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს. მსგავსი ფაქტები ძალიან ცუდად აისახება თბილისის მერიის იმიჯზე და თანამშრომლების მუშაობის ხარისხზე. მე არაერთხელ განვაცხადე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვჭირდება მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ადამიანები, ვინც მოემსახურება ამ ქალაქს და აქ მცხოვრებ ადამიანებს. შესაბამისად, ასეთი ადამიანები, ვინც არაკეთილსინდისიერად მოიქცევა, ჩვენთან არ და ვერ იმუშავებს. ამასთან დაკავშირებით რამდენჯერმე გავაკეთე განცხადებები და მინდა, რომ დაამთავროთ მოკვლევა და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოთ. ვიცე-მერს, ხმალაძეს ვავალებ, რომ ეს ადამიანები დღესვე გათავისუფლდნენ თანამდებობებიდან,”  –  განაცხდა კალაძემ.

magti 5g