LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალენდარი ცნობილია: შვედეთით ვიწყებთ, შვედეთით ვამთავრებთ

83
KJR-3484

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი შესარჩევ ტურნირზე ცნობილია.

მოგეხსენებათ, შესარჩევი ეტაპის წილისყრა ციურიხში გაიმართა და საქართველო მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფის მონაწილეა. საქართველოს ნაკრები 5-გუნდიან ჯგუფში მოხვდა და სულ რვა შეხვედრას ჩაატარებს.

საქართველო შესარჩევ ეტაპს გაისად, 25 მარტს შვედეთთან საგარეო მატჩით დაიწყებს და 11 ნოემბერს იმავე შვედეთთან საშინაო შეხვედრით დაასრულებს. აღსანიშნავია, რომ მატჩები ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში გაიმართება. მაგალითად, მარტში, ერთკვირიან მონაკვეთში სამი რთული თამაში მოგვიწევს. სავარაუდოდ, ჩვენი ნაკრები უკვე საწყის შეხვედრებში დაკარგავს მუნდიალზე მოხვედრის შანსებს.

ეს გზა მსოფლიომდე ვერ მიგვიყვანს: საქართველო ურთულეს ჯგუფში მოხვდა

 

B ჯგუფის კალენდარი

25 მარტი
შვედეთი – საქართველო

28 მარტი
საქართველო – ესპანეთი

31 მარტი
საბერძნეთი – საქართველო

2 სექტემბერი
საქართველო – კოსოვო

5 სექტემბერი
ესპანეთი – საქართველო

9 ოქტომბერი
საქართველო – საბერძნეთი

12 ოქტომბერი
კოსოვო – საქართველო

11 ნოემბერი
საქართველო – შვედეთი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები