LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კალიბრის“ რაკეტები უმწეოა ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ – უკრაინელების ბედი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული: ვოლოდიმირ ზელენსკი

210
ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელების ბედი მხოლოდ მათზეა დამოკიდებული. როგორც ზელენსკიმ განაცხადა, „კალიბრის“ რაკეტები უმწეოა მათი თავისუფლების წინააღმდეგ.

„ამ თავდასხმის მიზანი არის ზეწოლა. ზეწოლა თქვენზე, ძვირფასო მოქალაქეებო. ზეწოლა მთელ ჩვენს საზოგადოებაზე. ხაზს ვუსვამ: არა მხოლოდ ხელისუფლებაზე, არამედ ყველა უკრაინელზე.

უკრაინელების ბედი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენს გარდა სხვა არავინ წარმართავს ჩვენს ცხოვრებას. ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ, სიმართლე ჩვენთანაა. „კალიბრის“ რაკეტები უმწეოა ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები