LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალიფორნია შტატების ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ტყის ხანძარს ებრძვის – ლიკვიდირებულია “დიქსის” მხოლოდ 21 %

75
1

ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნის ისტორიაში სიდიდით რიგით მეორე ხანძარს ებრძვის. 

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაკარგულია სამი ადამიანი, ათასობით მოქალაქე კი ევაკუირებულია.

ბოლო მონაცემებით, ხანძარმა გაანადგურა 463 477 ჰექტარი ტერიტორია. მედიასაშუალებები წერენ, რომ ჯამში, “დიქსიმ”, რომელიც 13 ივლისს გაჩნდა, თითქმის ლოს-ანჯელესის ფართობის ტერიტორია მოიცვა.

დიქსის ხანძარი შტატებში ყველაზე დიდი აქტიური ტყის ხანძარია, თუმცა არის კალიფორნიის 11 ძირითადი ხანძრიდან ერთ-ერთი.

“შაბათ-კვირას ხანძარი მასობრივად გავრცელდა და თავისი მასშტაბით თითქმის მიუახლოვდა მენდოჩინოს 2019 წლის ხანძარს, რომელიც კალიფორნიის ისტორიაში ყველაზე დიდია.” – წერს გამოცემები. 

 

 

ორი დღის წინ, გადამწვარი ქალაქი გრინვილი მოინახულა გუბერნატორმა ევინ ნიუსომმა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ცეცხლის ქრობის პროცესში მონაწილეობს:

“ხელისუფლებამ მეტი რესურსი უნდა დაუთმოს ტყეების მართვას და ხანძრების თავიდან აცილებას. სხლა უფრო ცხელა, ვიდრე ოდესმე. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ტყის ხანძარია. კლიმატის ცვლილება აძლიერებს გვალვებს, რომლებიც ფიტავს რეგიონებს და ქმნის იდეალურ პირობებს ტყის ხანძრებისთვის, რომლებიც კონტროლის გარეშე ვრცელდება და უპრეცედენტო მატერიალურ ზარალს როგორც ადამიანებს, ასევე გარემოს.

დიქსის ხანძარს ახლა 5 000-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. ამ დროისთვის ლიკვიდირებულია ხანძრის მხოლოდ 21 %.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შეფასებით, 13 ივლისს დაწყებული ხანძრის სრული ლიკვიდაცია, შესაძლოა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ვერ მოხერხდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g