25 სექტემბერს, მზიან კალიფორნიაში ძაღლებს შორის შეჯიბრი Surf City Surf Dog გაიმართა, რომლის საშუალებითაც საუკეთესო სერფერი-ძაღლი გამოვლინდა.
The Daily mail-ის ცნობით, წლევანდელ ღონისძიებაში, რომელიც რიგით მერვე იყო, მონაწილეობა 65-მა ძაღლმა მიიღო. შემოსული თანხა კი მთლიანად ქველმოქმედებაში გადაირიცხა.
ჟიურიმ მონაწილეები რამდენიმე ნიშნით შეარჩია: რამდენად დიდხანს შეეძლოთ მათ დაფაზე გაჩერებულიყვნენ, რამდენად თავდაჯერებულები იყვნენ და ა.შ.



















