კალიფორნიაში თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა და აფეთქდა. მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი ავტომობილებისთვის განკუთვნილ მაგისტრალზე ავარიულად დაეშვა.
მომხდარის გამო გზაზე მანქანების მოძრაობა შეწყდა, მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე მოახერხეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, პილოტმა სალონიდან გამოსვლა დროულად მოახერხა.
არაოფიციალური ვერსიით, თვითმფრინავის ავარიულად დაშვება ტექნიკურმა პრობლემებმა გამოიწვია.