LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალიფორნიის გზებზე უპილოტო ავტომობილების ტესტირებას დაიწყებენ

33

კალიფორნიის გზებზე უპილოტო ავტომობილების ტესტირებას დაიწყებენ. შტატის ავტოტრანსპორტის დეპარტამენტმა ადგილობრივ კანონმდებლობაში გარკვეული შესწორებები შეიტანა. ამიერიდან ტრანსპორტის მძღოლის გარეშე გადაადგილება აკრძალული აღარ იქნება. ავტონომიური მოდელების გამოცდა მომავალ წლამდე არ დაიწყება, მანამდე კი სიახლეს საზოგადოებას წარუდგენენ და კალიფორნიის ხელისუფლებას მის დასამტკიცებლად 15 დღე ექნება. ცვლილების მიხედვით, მათ ვისაც ავტომობილის გამოცდა მოუნდება, ამის შესახებ მთავრობა წინასწარ უნდა გააფრთხილოს, ასევე შეატყობინოს ტესტირების ყველა დეტალი და ის ტექნიკური მახასიათებლები რომლებიც პროტოტიპს აქვს.

საინტერესეოა, რომ ამ მომენტისთვის უპილოტო ავტომობილებზე შტატებში სულ 42 კომპანია მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები