LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კამალა ჰარისი და დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო დებატების თარიღზე შეთანხმდნენ – სად და როდის შედგება ისტორიული დებატები

117
კამალა ჰარისი დონალდ ტრამპი

კამალა ჰარისი და დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ, რომ საპრეზიდენტო დებატები 10 სექტემბერს „ეიბისის“ ეთერში გაიმართება – ინფორმაციას „ეიბისი“ ავრცელებს.

„ეიბისის“ ცნობით, „ვიცე-პრეზიდენტმა ჰარისმა და ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურეს, რომ ისინი მიიღებენ მონაწილეობას დებატებში“.

ცნობისთვის, მანამდე, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სურს, კამალა ჰარისთან დებატები გამართოს და რომ ის სექტემბერში სამ თარიღს დასთანხმდა.

შეგასენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები