კამბოჯაში ტურისტები „პორნოგრაფიული ცეკვების“ გამო დააპატიმრეს. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, ქალაქ სიემრეაპის პოლიციამ დააკავა ბრიტანელი მამაკაცები, რომლებსაც ბრალი უხამს ცეკვაში ედებათ. თუ სად ცეკვავდნენ ტურისტები ამას გამოძიება არ ასახელებს. ბრალის დასადასტურებლად კი გამოქვეყნდა რამდენიმე ფოტო, სადაც ბრიტანელები უცნობ ქალბატონებთან ერთად არიან გადაღებული.
აღსანიშნავია, რომ ტურისტები ბრალდებას სასტიკად უარყოფენ და მათი განცხადებით, ისინი უბრალოდ ისვენებდნენ როდესაც მათ თავზე პოლიცია დაადგა და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააპატიმრა. თუ რა ბედი ეწევათ დაკავებულებს, ამას კამბოჯას სასამართლო გადაწყვეტს.