LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კამერონ დიასი და ბენჯი მედენი მშობლები გახდნენ

211
file_138304270365fe32ff243160.31604000

კამერონ დიასი და ბენჯი მედენი მეორე შვილის მშობლები გახდნენ. ვარსკვლავურ წყვილს ვაჟი შეეძინა. ბიჭუნას – კარდინალი დაარქვეს.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია ოჯახში მატების შესახებ 51 წლის მსახიობმა და 45 წლის მუსიკოსმა თავად გაავრცელეს. პირველი შემთხვევის მსგავსად, პატარას უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის გათვალისწინებით, ისინი ახალშობილის ფოტოების გაზიარებას, დიდხანს არ აპირებენ.

ინფორმაციისთვის, კამერონ დიასი და ბენჯი მედენი ერთმანეთს 2014 წელს, ამ უკანასკნელის ტყუპი ძმის, ჯოელისა და მისი მეუღლის, ნიკოლ რიჩისგან დაუახლოვდნენ. მათ 2015 წელს იქორწინეს, 2019-ში კი სუროგაციის გზით პირველი შვილი, გოგონა სახელად რედიქსი შეეძინათ.

საგულისხმოა, რომ კამერონის მრავალრიცხვოვანი რომანტიკული ურთიერთობების ფონზე, მათ შორის ჯარედ ლეტოსთან და ჯასტინ ტიმბერლეიკთან, ერთადერთი მამაკაცი, ვისათანაც მან იქორწინა – ბენჯი მედენია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები