45 წლის კამერონ დიაზი სამსახიობო კაერიერას ასრულებს. ამის შესახებ ინფორმაცია მსახიობის უახლოესმა მეგობარმა, სელმა ბლერმა გაავრცელა. მისი თქმით, მსახიობი დიდ ეკრანზე აღარ გამოჩნდება და მთელს დროს ოჯახსა და მეუღლეს, ბენჯი მედენს დაუთმობს: „ჩვენ ცოტა ხნის წინ ვისადილეთ ერთად და ფილმიც გავიხსენეთ, სადაც ერთად ვმონაწილეობთ. მე მას გაგრძელებაში მონაწილეობა შევთავაზე, თუმცა კამერონმა მითხრა, რომ მან კინოკარიერა დაასრულა. ის ამბობს, რომ უზომოდ ბედნიერია და მას ეს აღარ სჭირდება. არ ვიცი რა უნდა მოხდეს, რომ ის ისევ დაბრუნდეს ეკრანზე“, – განაცხადა ბლერმა.
კამერონ დიაზის მონაწილებით გადაღებული ბოლო ფილმი „ენნი“ ეკრანებზე 2014 წელს გამოვიდა. ამის შემდეგ მსახიობმა ყველა შემოთავაზებაზე უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ კამერონ დიაზი ბენჯი მედენს 3 წლის წინ გაჰყვა ცოლად. პოპულარობა კი მას ისეთმა ფილმებმა მოუტანა როგორიცაა „ნიღაბი“ , „ჩარლის ანგელოზები“, „ნიუ-ორკის ბანდები“ და „შვებულება “.