LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კამერონ დიაზს დიეტის დაცვა ეზარება

121

წლების მანძილზე კამერონ დიაზი ვარჯიშის და დიეტების ნამდვილი „დედოფალი“ იყო და სხეული ყოველთვის უნაკლო ფორმაში ჰქონდა. თუმცა ბენჯი მედენზე დაქორწინებისა და მუშაობის ტემპის შენელების შემდეგ 43 წლის ქერა ლამაზმანი სავარჯიშო დარბაზსაც ჩამოშორდა, ნეგატიური მხარე კი ყველასთვის შესამჩნევია.

„ძალიან გავზარმაცდი, მარტივი აღარ არის ძველი ჩვევების დაბრუნება, უფრო მეტად უნდა მოვინდომო,“ – განაცხადა მსახიობმა Harper’s Bazaar-თან.

დიაზის თქმით, ასაკის მატებასთან ერთად სხეულის ფორმები იცვლება, დიეტის დროს შედეგსაც ვეღარ იღებს ისე მარტივად, როგორც ადრე. ამასთან, მსახიობი აღიარებს, რომ დიეტის დაცვა უკვე ძალიან ეზარება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g