LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კამილა მორონემ ლეონადრო დიკაპრიოსთან 23 წლიან ასაკობრივ სხვაობაზე კომენტარი გააკეთა

672
Untitled design

ლეონარდო დიკაპრიოს 22 წლის შეყვარებულმა, კამილა მორონემ აღშფოთება კიდევ ერთხელ გამოთქვა. საქმე ისააა, რომ მასსა და ლეოს შორის 23 წლიანი ასაკის სხვაობა საზოგადოებაში ჯერ კიდევ განხილვის საკითხად რჩება.

„ჰოლივუდში და ზოგადად მსოფლოში უამრავი პრეცენდენტია, როდესაც ორ ადამიანს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა. ჩემი აზრით, თითოეული ადამიანი თავისუფალია საკუთარ არჩევანში”– აცხადებს ვარსკვლავი

კამილა ასევე იმ ფაქტითაა დამწუხრებული, რომ მას მხოლოდ როგორც ლეონარდო დიკაპრიოს შეყვარებულად აღიქვამენ და მისი ცალკეული პიროვნება და მისი საქმიანობა არავის აინტერესებს.

შეგახსენებთ, წყვილის რომანი 2017 წლის ბოლოს დაიწყო, ისინი თავიანთ პირად ცხოვრებას საკმაოდ ოსტატურად ნიღბავენ და პაპარაცების ფოტოობიექტივში იშვიათად ხვდებიან.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები