LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კამპანია ”დავასუფთაოთ მსოფლიო, დავასუფთაოთ საქართველო” იწყება

50

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, 16 სექტემბრიდან კამპანია ”დავასუფთაოთ მსოფლიო, დავასუფთაოთ საქართველო დაიწყება.

აქცია სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში.

მისი მიზანია ადამიანების ერთი იდეის გარშემო გაერთიანება- შეუქმნან საკუთარ შვილებსა და ოჯახს ჯანმრთელ გარემოში ცხოვრების პირობები.

საერთაშორისო გარემოსდაცვითი კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ( UNEP ) თაოსნობით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დააფუძნა. კამპანიის მოწოდებაა:  ჩვენი ქვეყანა… ჩვენი პლანეტა… ჩვენი პასუხისმგებლობაა…

აღნიშნული ღონისძიება საქართველოში უკვე მეშვიდედ ტარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g