კანადა განიხილავს გზებს, რომლითაც საუკეთესოდ შეუძლია უკრაინის დახმარება, ყველაფერი მაგიდაზეა, – კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდოს თქმით, კანადა თავიდანვე იყო უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი, რომელმაც გაწვრთნა 40000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი.
„კანადა განიხილავს გზებს, რომლითაც საუკეთესოდ შეუძლია უკრაინის დახმარება და როგორც რამდენიმე დღის წინ ვთქვი, ყველაფერი მაგიდაზეა…
ჩვენ არ ვაპირებთ წინ გავუსწროთ დისკუსიებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, რომელიც ჯერ არ არის დამყარებული, მაგრამ კანადა იქნება იქ და მზადაა გააკეთოს ის, რაც აუცილებელია“, – განაცხადა ტრუდომ.