LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადა უკრაინის საელჩოდან თანამშრომლების ნაწილს დროებით გაიყვანს

86
კანადის საელჩო

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კანადა უკრაინის საელჩოდან თანამშრომლების ნაწილს დროებით გაიყვანს. მათივე ცნობით, უმთავრესი პრიორიტეტი კანადელების უსაფრთხოება და დაცულობაა.

უწყების განმარტებით, კანადის საელჩო კიევში ღია რჩება.

„ვაგრძელებთ სიტუაციის ყურადღებით დაკვირვებას, ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად კანადელების უსაფრთხოება და დაცულობა რჩება. ჩვენი ოფიციალური პირები მზად არიან უზრუნველყონ კანადის მოქალაქეებისთვის საჭირო საკონსულო დახმარების გაწევა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g