კანადა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 500 მილიონ კანადურ დოლარს გამოყოფს.
ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ უკრაინაში ვიზიტის დროს განაცხადა.
როგორც ცნობილია, დახმარების ახალი პაკეტი ასევე ითვალისწინებს უკრაინაში საჰაერო თავდაცვისთვის 288 AIM-7 რაკეტის გადაცემას.
ცნობისთვის, კანადის პრემიერი ჯასტინ ტრიუდო დღეს უკრაინის დედაქალაქში ჩავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
ტრიუდომ ზელენსკის განუცხადა, რომ უკრაინელ ხალხს ყოველთვის შეუძლია კანადის დახმარების იმედი ჰქონდეს.