ვანკუვერის სიახლოვეს 3 ათასამდე ახალი ავტომობილი იპოვეს. მანქანებმა უძრავად 4 წელი გაატარეს და სადგომი ძირითადად 2014 წლის BMW-სა და MINI-ს მოდელებს მოიცავს.
კანადის სატრანსპორტო სამსახურმა დაადგინა, რომ 2015 წლის შტორმმა 2966 ავტომობილი დააზიანა. ექსპერტების დასკვნით წყლის ხანგრძლივი ზემოქმედების გამო ავტომობილთა ექსპლუატაცია დაუშვებელია. კოროზიამ ბევრი დეტალი დააზიანა და მანქანები გამართულად ვეღარ მუშაობენ. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, BMW-ს წარმომადგენლობამ ავტომობილის მფლობელებს დაზიანებული ტრანსპორტი ახლით შეუცვალა და ჩაძირული მანქანების განადგურება იგეგმება.
როგორც ოფიციალურ რელიზშია ნათქვამი, გადაყრილ მოდელთა შორის BMW-ს მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე სერიები, i3, i8, X1, Z4, MINI Cooper, Cooper Convertible, Coupe, Paceman და Roadster-ია.
https://motor.ru/news/abandoned-bmw-23-09-2019.htm