LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადაში მარიხუანა ლეგალიზებული ხდება

84

კანადის ხელისუფლება 2017 წელს პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს, რომელიც ქვეყანაში მარიხუანას თავისუფლად გაყიდვის საშუალებას მისცემს მოსახლეობას. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ჯეინ ფილოტმა განაცხადა.

ფილოტი ამტკიცებს, რომ მარიხუანა ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება და არ მოუტანს მოგებას დამნაშავეებს.

მარიხუანას ლეგალიზების თემა კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრიუდოს წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი პუნქტი იყო.

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადება დაემთხვა მარიხუანას მოხმარების მომხრეთა დემონსტრაციას. ასეულობით ადამიანმა დემონსტრაცია ოტავაში,პარლამენტის შენობის წინ მოაწყო.

სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანას მოხმარება კანადაში უკვე დაშვებულია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები