LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადელები ქუჩაში ციგურებით გადაადგილდებიან

59

კანადელები ქუჩაში ციგურებით გადაადგილდებიან. გამოცემა „მაშაბლეს“ ინფორმაციით, ქვეყანა თოვლით დაიფარა და მოყინულ ქუჩებში გადაადგილება შეუძლებელი გახდა. მაგალითად, ონტარიოს რაიონში მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ სატრანსპორტო საშუალებებიც ვეღარ გადაადგილდებიან, დროებით შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. სწორედ ამიტომ, მოსახლეობას ერთადერთი გზა დარჩა – ისინი ციგურებით მოძრაობენ. ციგურებით დადიან ასევე სამსახურში და როგორც ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს, მათ უმრავლესობას ეს ძალიანაც მოსწონს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები