კანადაში გაჩნდა საგზაო ნიშნები, რომლებიც მძღოლებს აფრთხილებენ რომ მოერიდონ ველურ ირმებს, რადგან მათ გზაზე გამოსვლა და ავტომობილების ალოკვა ძალიან უყვართ. ხელისუფლების აზრით, ცხოველთა ასეთი ქცევა საშიშია როგორც თავად ცხოველებისთვის, ასევე ადამიანებისთვის.
როდესაც ქსელში საგზაო ნიშანი წარწერით „არ მისცე ირემს უფლება, რომ ავტომობილი ალოკოს“ გამოჩნდა, ბევრ მომხმარებელს ეს ხუმრობა ეგონა. თუმცა, გაირკვა რომ კანადის რამდენიმე რეგიონში, გზებზე გამობოდიალებული ირმები ავტომფლობელებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. უკანასკნელი წლების განმავლობაში ველური ცხოველების პოპულაცია მკვეთრად გაიზარდა და მათ დაპარკინგებული ავტომობილების აღარ ეშინიათ.
ცხოველთა თამამი საქციელის მთავარი მიზეზი ისაა, რომ მათ ძალიან უყვართ მარილი. ზამთრის პერიოდში კანადის გზებზე მარილის დაყრა კი აუცილებელი წესია. ირმებიც თავიდან გზებზე დაყრილ მარილს ლოკავენ, შემდეგ კი ავტომობილებზე გადადიან.
ახალი საგზაო ნიშნები მძღოლებს ცხოველებთან საშიში კონტაქტისგან დაიცავენ. ირმების დასაფრთხობად სპეციალისტები ავტომფლობელებს სინგალიზაციის გამოყენებას ურჩევენ.