LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადის დედაქალაქში ორსართულიანი ავტობუსი გაჩერებას დაეჯახა – არიან გარდაცვლილები

1547269655-bus-crash-1203

კანადის დედაქალაქ ოტავაში ორსართულიანი ავტობუსი გაჩერებას შეეჯახა. დაღუპულია 3 ადამიანი, დაშავებულია – 23, რომელთაგან 14 საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში მიიყვანეს.

დაღუპულთაგან ორი ავტობუსის მგზავრი იყო, მესამე კი – გაჩერებაზე იდგა. დარტყმის შედეგად, რამდენიმე მგზავრი ავტობუსის წინა საქარე მინიდან გადავარდა. ავტობუსში, სულ მცირე, 90 მგზავრი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g