კანადის მინისტრთა კაბინეტის წევრების 50%-ს ქალები შეადგენენ, ამის შესახებ ქვეყნის ახლადარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. 43 წლის ჯასტინ ტრიუდო ამბობს, რომ 30 მინისტრიდან 15 ქალი იქნება.
ჯასტინ ტრიუდო კანადის პოლიტიკაში ახალ ერას იწყებს, მთავრობაში ასახული იქნება ქვეყნის ეთნიკური მრავალფეროვნება, დაკომპლექტდება ახალბედა პოლიტიკოსებით და მინისტრთა კაბინეტში უფრო მეტი ქალი იქნება, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ფიცის დადების ცერემონიალზე ტრიუდომ აღნიშნა, რომ ამაყია, წარადგინოს მინისტრთა კაბინეტი, „რომელიც კანადას ჰგავს“.
კითხვაზე – რატომ არჩია გენდერული თანასწორობა, ტრიუდომ უპასუხა – „იმიტომ, რომ 2015 წელია“.
შედარებისთვის, აშშ-ს მინისტრთა კაბინეტში ქალების რაოდენობა 25%-ის შეადგენს.