“დედაენის ბაღში” ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩის” მიერ რამდენიმე დღის წინ დაანონსებული აქცია მიმდინარეობს.
კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე და აქციის კიდევ 10-მდე მონაწილე დააკავეს, მას შემდეგ რაც ჯაფარიძემ მოსაწევად გამზადებული კანაფის დარიგება დაიწყო.
მანამდე პოლიციამ „გირჩის“ ლიდერები იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი პოლიციის განყოფილებაში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გადაიყვანა.
შსს-ს განმარტებით, თუ ე.წ. ფესტივალზე ადგილი ექნება რაიმე ტიპის სამართალდარღვევას – ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს.
მარიხუანას ფესტივალი დედაენის ბაღში