LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანცელარიასთან კონტრაქციის 8 მონაწილე დააკავეს

143
ti

მთავრობის კანცელარიასთან კონტრაქციის მონაწილე 8 პირი დააკავეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონტრაქციის ერთი მონაწილე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა აქციის წევრებს და კვერცხები ესროლა მას. მათი თქმით, იგი არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი,  რის შემდეგაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო ადგილზე დააკავეს.

მანამდე ერთი პირი ბოთლის სროლის, ხოლო ერთი ლიბერალის ჟურნალისტისადმი მუქარის გამო დააკავეს.

უწყების განცხადებით, ყველა დაკავებული გადაყვანილი არის პოლიციის განყოფილებაში და მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები. ერთ-ერთი დაკავებული გურამ ფალავანდიშვილის შვილია.

ორ საათზე მეტია რაც კანცელარიათან აქცია და კონტრაქცია მიმდინარეობს.კონტრაქციის მონაწილეები  კანცელარიის შენობასთან იმყოფებიან, ხოლო თბილისი პრაიდის ორგანიზატორები და ლგბტ უფლებების დამცველები კანცელარიასთან ასასვლელ კიბესთან. მათ ერთამენთისგან პოლიციის კორდონი ჰყოფს.

მთავრობის კანცელარიასთან კონტრაქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ  თუ პოლიცია კიდევ დაიცავს ლგბტ თემის წარმომადგენლების აქციას და არ აღკვეთავენ მათ პროვოკაციებს, კონტრაქციისს წარმომადგენლები თავად დაშლიან მათ აქციას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g