მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც ოპოზიციური პარტიის ლიდერები დღეს აქციას გეგმავენ, სამართალდამცავების მობილიზება ხდება. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც.
არსებული ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციის დანაყოფები ავტობუსით მიიყვანეს.
მთავრობის კანცელარიასთან ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია15:00 საათზე უნდა გაიმართოს, სადაც ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციას გააპროტესტებენ.