საქართველოს პარლამენტის საპროცედური საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. მისი თქმით, ევროპის მხრიდან უარი გეოპოლიტიკური მარცხი იქნება.
„მე ვფიქრობ, რომ მათ ეს საკითხი ბოლომდე უნდა მიიყვანონ, რადგან ეს იქნება არა მხოლოდ ჩვენი შიდაპოლიტიკური, სხვა გადაწყვეტილება – არეულობისთვის ბიძგის მიმცემი, არამედ, იქნება გეოპოლიტიკური მარცხი კოლექტიური ევროპისთვის, რომ ამ სიტუაციაში მათ უკან დაიხიონ და მერკანტილური პოლიტიკური მიზნები და წინააღმდეგობები წინ წამოწიონ“, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
ხვალ, დღის პირველ ნახევარში, საკუთარ რეკომენდაციებს ევროკომისია წარადგენს, ერთ კვირაში კი 27 სახელმწიფოს ლიდერმა უნდა გადაწყვიტოს, მიანიჭებენ თუ არა კანდიდატის სტატუსს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას.