კანიე უესტი ცნობილია თავისი უცნაური გამონათქვამებითა და სკანდალური საქციელებით. ამჯერად, 39 წლის რეპერმა განაცხადა, რომ მისი მუზა და მეუღლე – კიმ კარდაშიანი – თანამედროვე მარია-ანტუანეტაა. თამამი პარალელი უესტმა ჟურნალ Harper’s Bazaar-თან ინტერვიუში გაავლო.
„ჩემმა ცოლმა მსოფლიო მოდა დაიპყრო. მან აიძულა დიზაინერები მასთან სახით შემოტრიალებულიყვნენ. ადრე ისინი მას თავის შოუზე არ უშვებდნენ, ახლა კი მას კოლექციებს უძღვნიან. კიმი თანამედროვე მარია-ანტუანეტაა. ის ვარცხნილობას და მაკიაჟს ყოველდღიურად იკეთებს, არამარტო ფოტოსესიებისთვის. რატომ? იმიტომ, რომ ყოველი დღე – ერთი დიდი ფოტოსესიაა“, – განაცხადა კანიემ.