საავადმყოფოში 2 კვირიანი მკურნალობის შემდეგ კანიე უესტმა იმიჯი შეიცვალა, ქერა გახდა და ყოველდღიურ გრაფიკს დაუბრუნდა. პაპარაცებმა ის ნიუ-იორკის ცენტრში დააფიქსირეს. რეპერი მარტო იყო, მეუღლის, კიმ კარდაშიანის გარეშე. შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს პრესა აქტიურად ალაპარაკდა მათი დაშორების შესახებ, რასაც კიმი უარყოფს, თუმცა წყარო ამტკიცებს, რომ დაშორება გარდაუვალია.
„მას უნდა დაესვენა და საკუთარი ჯანმრთელობისთვის მიეხედა, ამის ნაცვლად კი საავადმყოფოდან გამოსვლითანავე მუშაობას შეუდგა. კიმი იმედგაცრუებულია კანიეს ასეთი საქციელით“, – აცხადებს ინსაიდერი.