ყველასთვის ცნობილია, რომ კიმ კარდაშიანის ფორმები არა ბუნების, არამედ პლასტიკური ქირურგიის დამსახურებაა. კიმს სრულყოფილება სურს და ამის მისაღწევად ყველაფერზე თანახმაა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ამ აზრით უკმაყოფილოა მისი მეუღლე და თვლის, რომ სანამ გვიანი არ არის, კიმმა პლასტიკურ ოპერაციებზე უარი უნდა თქვას.
წყვილის გარშემომყოფების თქმით, კანიე ძალიან განიცდის იმ ფაქტს, რომ სასურველი ფორმებისთვის კიმი ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს. არგუმენტად კი საკუთარი დედის მაგალითი მოჰყავს, რომელიც 10 წლის წინ გულის პრობლემებით 58 წლის ასაკში გარდაიცვალა, რაზეც პროვოცირება სწორედ მსგავსმა ოპერაციებმა მოახდინეს. უესტს არ სურს, რომ იგივე ისტორია მის მეუღლესაც გადახდეს.
ოჯახის ახლობლები ირწმუნებიან, რომ კანიემ კიმს ულტიმატუმიც წაუყენა: იმ შემთხვევაში თუ ის ოპერაციას კიდევ გაიკეთებს, ისინი დაშორდებიან. ჯერ-ჯერობით უცნობია, იზიარებს თუ არა მის პოზიციას თავად კარდაშიანი.