LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანიე უესტი სოციალურ ქსელ Parler-ს ყიდულობს – რატომ დაბლოკა მომღერალი Instagram-მა და Twitter-მა

128
west

ცნობილ ამერიკელ რეპერს კანიე უესტს კონსერვატიული სოციალური ქსელის Parler-ის ყიდვა სურს. ინფორმაციას პლატფორმის მშობელი კომპანია Parlement Technologies ავრცელებს. გადაწყვეტილება Instagram-ისა და Twitter-ის მიერ მომღერლის ანგარიშების დაბლოკვასთან არის დაკავშირებული. ცნობილია, რომ პოპულარული რეპერი სოციალურ ქსელებში რამდენჯერმე იყო შეზღუდული. ბოლო შემთხვევის დროს ის ანტისემიტური პოსტების გამო დაიბლოკა.

“მსოფლიოში, სადაც კონსერვატიული მოსაზრებები საკამათოდ მიიჩნევა, უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება და საშუალება“, – ამბობს რეპერი.

უესტის ქონება 2 მილიარდ დოლარს შეადგენს. მისი შემოსავლის ძირითადი წყარო კომპანია Adidas-სგან და GAP-სგან მოდის, რომლებთანაც ის დიზაინერის ამპლუაში თანამშრომლობს.

პლატფორმა Parler კი, რომელიც 2018 წელს შეიქმნა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრეებით იყო ცნობილი. სოციალური ქსელი Twitter-ის ალტერნატივაა, სადაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტებია, თუმცა ის Google-ის, Apple-ის Amazon-ისა და Meta-ს მხრიდან კეთილგანწყობით ვერ სარგებლობს.

პლატფორმის ღირებულება დაახლოებით $56 მილიონია, თუმცა Parler-ისა და უესტის გარიგების ზუსტი დეტალების ამ ეტაპზე უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები