რამდენიმე თვის წინ, ქსელში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც კანიე უესტი Queen-ის ლეგენდარულ „ბოჰემურ რაფსოდიას“ ასრულებს და მისი არც ისე სახარბიელო შესრულების ფონზე ჩანს ფრედი მერკურის რეაქცია, რომელიც ბუნებრივია დამოუკიდებელი კადრებისგან არის შექმნილი.
ფრედი ჯერ შეწუხებულია, შემდეგ კი დასცინის კანიეს, როდესაც ეს უკანასკნელი მაღალი ნოტის აღებას მსმენელს „მიანდობს“.
ვიდეო საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა და მას, ბუნებრივია, კანიეს მისამართით გამოთქმული მკვეთრად უარყოფითი კომენტარები მოჰყვება, ფრედის დიდებას და ნიჭიერებას კი ხაზს კიდევ ერთხელ უსვამს.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/whitetrash/videos/1021539717899330/?pnref=story” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]