ამერიკელმა მუსიკოსმა კანიე უესტმა სახელი შეიცვლა და YE გახდა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
“ის ვინც აქამდე ცნობილი იყო როგორც კანიე უესტი. მე ვარ YE.”
https://twitter.com/kanyewest/status/1046064289944080388?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1046064289944080388&ref_url=http%3A%2F%2Fwww.tabula.ge%2Fge%2Fstory%2F137513-kanie-uestma-saxeli-sheicvala-da-ye-gaxda
41 წლის უესტი ამბობს, რომ მის ახალ სახელს რელიგიური დატვირთვა აქვს. YE ბიბლიაში ნიშნავს “შენ”. გავრცელებული ინფორმაციით, სახელის ცვლილება დროებითია და ის მუსიკოსის ახალ ალბომს უკავშირდება, რომელიც ივნისში გამოვიდა.