კანის კინოფესტივალმა ლარს ფონ ტრიერს 7-წლიანი აკრძალვა მოუხსნა და „პერსონა ნონ-გრატას“ სტატუსი გაუუქმა. სწორედ ფესტივალის ფარგლებში შედგება მისი ახალი ფილმის, „სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა“, პრეზენტაცია.
რეჟისორის თქმით, ფილმის შექმნის დროს მისი “შთაგონების წყარო” დონალდ ტრამპი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ტრიერი კანის კინოფესტივალზე „პერსონა ნონ-გრატად“ 2011 წელს გამოაცხადეს, მას შემდეგ რაც ფილმ “მელანქოლიას” პრესკონფერენციის რეჟისორმა საკუთარ თავს ნაცისტი უწოდა და თქვა, რომ ჰიტლერის ესმის. ბოდიშის მიუხედავად, ფესტივალმა აღნიშნული სტატუსი მას არ მოუხსნა.