კანის კინოფესტივალი ამა წლის 28 მაისს 70-ედ გაიმართება. საიუბიელო ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე პედრო ალმოდოვარი იქნება.
დღეს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა იმ ფილმების სია, რომლებიც ძირითად საკონკურსო პროგრამაში იქნება წარმოდგენილი და მთავარი ჯილდოსთვის, „ოქროს პალმის რტოსთვის“ იბრძოლებს. მათ შორისაა ცნობილი რეჟისორების, ფრანსუა ოზონის, სოფია კოპოლას, მიშელ ჰაზანავიჩუსისა და მიჰაილ ჰანეკეს ახალი ნამუშევრები. ჩამონათვალშია ასევე უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცუს ფილმი „იუპიტერის მთვარე“, რომელშიც ქართველი მსახიობი, მერაბ ნინიძე მონაწილეობს.