LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კანონი არ არსებობს, რომელიც თქვენს, ჟურნალისტის თავნებობას ალაგმავს” – მეუფე ნიკოლოზი ვახო სანაიას

379
BeFunky-collage (15)

კანონი არ არსებობს, რომელიც თქვენს, ჟურნალისტის თავნებობას ალაგმავს, ვერავინ გამცა ამაზე პასუხი, – ასე მიმართა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ტელეწამყვან ვახო სანაიას გადაცემაში, სადაც ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს განიხილავდნენ.

მეუფე ნიკოლოზის ამ განცხადების საპასუხოდ, სანიამ თქვა, რომ თუკი კანონდარღვევაა, მას შეუძლია მიმართოს თავად ტელევიზიებს, რომელთაც თვითრეგულირების ორგანო აქვთ, მეორე არსებობს ეთიკის ქარტია და მესამე, სანაიას თქმით, თუ ჟურნალისტი კანონს დაარღვევს, პასუხს აგებს კანონის წინაშე.

“სხვა რა გზას ითხოვთ?”,- მიმართა სანაიამ მეუფე ნიკოლოზს.

„პირდაპირ ეთერში ახლა თავბრუს მახვევთ. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას დეკემბერში მივმართე, ძალიან უხეში დარღვევისთვის და დღემდე ეს საქმე საიტზე უდევთ როგორც განსახილველ საკითხად…”- თქვა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g