სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც „ვაკის პარკში” იყვნენ შეკრებილები, ამ წუთებში, ჭავჭავაძის გამზირის გავლით “მზიურის პარკისკენ” მსვლელობას მართავენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი არ აპირებენ მივიდნენ რუსთაველის გამზირზე, სადაც „ქართული ოცნება” შეკრებას მართავს.
ისინი აპროტესტებენ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს და სკანდირებენ: “„ანონი გაიწვიეთ”, „საქართველო”.
სამოქალაქო აქტივისტების განმარტებით, ხვალ, პლენარული სხდომის პარალელურად შეიკრიბებიან პარლამენტთან იმისთვის, რომ “პლენარულმა სხდომამ უხმაუროდ არ ჩაიაროს”.