LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კანონმა უცხოური გავლენების შესახებ დაგვანახა საჭიროება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი კანონი არის საკმაოდ მძლავრი ინსტრუმენტი უცხოური გავლენების წინააღმდეგ ბრძოლისა…“ – წილოსანი „ფარას”კანონზე

134
ნინო წილოსანი

„კანონი დაინიცირდება ერთი-ერთში იდენტური, როგორიც ის მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში“, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი „ფარას”კანონის მიღების საკითხს გამოეხმაურა. მისი განცხადებით ამ კანონის მიღება სპეკულაციებისგან თავის არიდებაში დაეხმარებათ:

„კანონმა უცხოური გავლენების შესახებ, რომელიც იყო ფაქტობრივად გამოშიგნული ყველა ძირითადი პრინციპებისგან და იმ უმნიშვნელოვანესი მექანიზმებისგან, რომლითაც ასეთი ჩარევები უნდა იყოს იდენტიფიცირებული, დაგვანახა საჭიროება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი კანონი არის საკმაოდ მძლავრი ინსტრუმენტი უცხოური გავლენების წინააღმდეგ ბრძოლისა. ყველანაირი სპეკულაციებისგან თავის არიდების მიზნით, კანონი დაინიცირდება ერთი-ერთში იდენტური, როგორიც ის მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში“, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი „რუსთავი ორთან“.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტში მიმდინარე კვირას დაინიცრდება „ფარას“ ამერიკული კანონი.

როგორც მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ასევე დაინიცირდება „მედიის კანონი“, რომელიც ძირითადად „ფეიკ ნიუსებს“ შეეხება.

ასევე, მდინარაძის თქმით, დარეგისტრირდება იმ კანონების პირველადი ვერსიები, რომელიც საჯარო სამსახურში უცხოური წყაროდან სარგებლის მიღებას შეზღუდვას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g