LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კანონპროექტი კომიტეტზე მესამე მოსმენით ყველა პროცედურის დარღვევით დამტკიცდა – ხელისუფლება არალეგიტიმურ ველში გადავიდა, კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა“ – სალომე სამადაშვილი

184
სალომე სამადაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ „კანონპროექტი კომიტეტზე ყველა პროცედურის დარღვევით დამტკიცდა და ხელისუფლება არალეგიტიმურ ველში გადავიდა, კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა“.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლების წარმომადგენლები ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ, მათი საერთაშორისო დელეგიტიმაცია მოხდება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

„დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს ისტორიული პროცესი იმიტომ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენ არ გვყოლია ხელისუფლება, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო საკუთარი თავის დელეგიტიმაცია. ხელისუფლება არალეგიტიმურ ველში გადავიდა. ხელისუფლება წავიდა კონსტიტუციის წინააღმდეგ. თუ ბოლომდე მიიყვანენ ამ საქმეს, მოხდება მათი საერთაშორისო დელეგიტიმაცია იმიტომ, რომ საერთაშორისო სანქციების რეჟიმი, რომელიც დაუწესდება უკლებლივ ყველა დეპუტატს, რომელიც მხარს დაუჭერს ამ კანონს, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენენ რუსეთის წარმომადგენლები და არა საქართველოსი“, – განაცხადა სამადაშვილმა.

magti 5g