LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კანონს ვეღარ ვარღვევ, ეს რა ქვეყანაა, ღმერთო!..“ – გამოხმაურებები მარიხუანას ლეგალიზებაზე

74

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარება კანონს აღარ ეწინააღმდეგება. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურა ჯაფარიძისა და “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელის საფუძველზე მიიღო.

შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი დღის მთავარი თემა სწორედ მარიხუანას დეკრიმინალიზებაა. სოციალურ ქსელებში, რასაკვირველია, უამრავ სახუმარო სტატუსს შეხვდებით ამ თემაზე.

„კანონს ვეღარ ვარღვევ, ეს რა ქვეყანაა, ღმერთო“, წერს მუსიკოსი ერეკლე დეისაძე. „აეეეეეეეეეეეეეეეე Welcome to new Amsterdam!!!“, ეს შოთიკო გამეზარდაშვილის სტატუსია. „მანაგუას სამართლებრივი სტატუსი დამიზუსტეთ, ძმობაში“, აღნიშნავს საკუთარ „ფეისბუქ“-სტატუსში ხათუნა ხოფერია.

თეონა ბაღდავაძე: „ტურიზმის ახალ ტალღას უნდა ველოდოთ?“

ირაკლი გაფრინდაშვილი: „ლე პლანი აბაშიძეზე“, „პირველ კოფიშოპს ვინ გახსნის?“, „დე, ჩავალ ერთ ჯოინთს მოვწევ და ამოვალ ;)) საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა“.

დათო იმედაშვილი: „მარიხუანას ვერ ვამუღამებ, მაგრამ თავისუფლების პატარა წარმატების ამბავში ერთ ორ ნაფაზს დავარტყავ ! გილოცავთ ! Zurab Japaridze Iago Tertön Khvichia Dato Rogava Vakhtang Megrelishvili ყოჩაღები ხართ !“

ლევან აბშილავა: „ფეისბუქზე“ შემოვედი თუ არა, უკვე მაგარი დაბოლილი გავიჩითე…“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g